ბედნიერება ხელმისაწვდომია – განწყობის ამაღლება მსუბუქი ვარჯიშებითაც შესაძლებელია

ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, გხდით თუ არა ფიზიკური ვარჯიშები უფრო ბედნიერს? ახალი კვლევა, რომელშიც ჰარვარდის და ოქსფორდის უნივერსიტეტების მკვლევრები იყვნენ ჩართულები, აჩვენებს, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი ფიზიკურ აქტვობასა და ბედნიერების დონეს შორის. კვლევის შედეგად გამოიკვეთა როგორც იმედისმომცემი დასკვნები, ასევე „გამომაფხიზლებელი“ ტენდენციები, რომლებსაც გარკვეული კორექტივები შეაქვს წარმოდგენებში კარგ განწყობასა და კალორიების დაწვას შორის კავშირის შესახებ.

Advertising

კვლევის ფარგლებში მიმდინარეობდა დაკვირვება მისი მონაწილეების ფიზიკურ აქტოვობასა და ბედნიერების განცდის შესახებ თვითშეფასებას შორის. შედეგებმა დაადასტურა ის, რასაც ფიტნესის არაერთი მოყვარული ინტიუტიურად ისედაც გრძნობდა: კალორიების დაწვა რეგულარული ვარჯიშების საშუალებით დაკავშირებულია ბედნიერების განცდის დონის მატებასთან და სტრესის შემცირებასთან.

„ჩვენ დიდი ხანია, ვვარაუდობდით, რომ არსებობს ბიოლოგიური კავშირი ფიზიკურ ვარჯიშებსა და გუნება-განწყობის გაუმჯობესებას შორის, თუმცა ეს კვლევა იძლევა იმის დამაჯერებელ მტკიცებულებებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კავშირი,“ – აცხადებს დარგის ერთ-ერთი სპეციალისტი მირანდა ჩენი. მისი განმარტებით, ენდორფინების გამოყოფა ფიზიკური აქტივობის დროს განწყობის ბუნებრივად ამაღლებას იწვევს, რაც შესაძლოა, საათების განმავლობაში გაგრძელდეს.

მონაწილეებმა, რომლებიც ფიზიკური აქტივობით რეგულარულად იყვნენ დაკავებულები, აღნიშნეს ბედნიერების უფრო მაღალი დონე, ვიდრე მათმა კოლეგებმა, რომლებსაც ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესი ჰქონდათ. თუმცა საინტერესო ისაა, რომ კალორიების დაწვასა და ბედნიერებას შორის კავშირი მკაცრად სწორხაზოვანი არ აღმოჩნდა.

ფიზიკური აქტივობის მცირე გაზრდამაც კი აჩვენა გუნება-განწყობის გაუმჯობესება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბედნიერება „ხელმისაწვდომია“ ყველასთვის და არა მხოლოდ მარათონელებისა ან სპორტდარბაზების მოყვარულებისთვის. ამიტომ, თუ სპორტული ცხოვრება მოსაწყენად გეჩვენებათ და ამის გამო დღემდე არ დაგიწყიათ ვარჯიში, ეს კვლევა იძლევა იმედს – მცირე ნაბიჯებსაც კი მნიშვნელობა აქვს!


ბაღის მსგავსად, რომელიც მუდმივი მოვლის პირობებში ყვავის, თქვენი ფსიქიკური კეთილდთღეობაც დადებითად რეაგირებს რეგულარულ მოძრაობაზე, მისი ინტენსივობის მიუხედავად. თქვენ არ გჭირდებათ 500 კალორიის დაწვა 30 წუთში, რათა ფიზიკური აქტივობის ფსიქოლოგიური ნაყოფი იგემოთ.

ახლა კი ნაკლებ სასიამოვნო სიახლე: ბედნიერების მოპოვებული განცდის შენარჩუნებას მუდმივი ძალისხმევა სჭირდება. კვლევამ აჩვენა, რომ განწყობაზე ვარჯიშის დადებითი გავლენა არ არის გრძელვადიანი და, როგორც წესი, აქტივობიდან 24-დან 48 საათამდე პერიოდი გრძელდება.
ეს ნიშნავს იმას, რომ „მყარი“ ბედნიერება ფიზიკური აქტივობისადმი მუდმივ ერთგულებას მოითხოვს.

„ბევრი ადამიანი მოელის, რომ ერთ ვარჯიშს შეუძლია მისი განწყობის სამუდამო შეცვლა. სამწუხაროდ, სხეული ასე არ მუშაობს. შეხედეთ ვარჯიშებს, როგორც ტელეფონის დატენვას. ისინი გვაძლევენ ემოციურ ენერგიას, მაგრამ ეს დამუხტვა ილევა და რეგულარულ განახლებას საჭიროებს,“ – აცხადებს ფიტნეს-ინსტრუქტორი თრევერ უელსი.

კვლევამ, კალორიების დაწვის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც გამოავლინა, რომლებიც ბედნიერების განცდის მინიჭებაში გარკვეულ როლს ასრულებს.

მათ შორისაა ხარისხიანი ძილი, სოციალური აქტივობა ვარჯიშების დროს და ღია სივრცეში ვარჯიში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბედნიერების თქვენი პირადი ფორმულის ძიებამ შესაძლოა, მხოლოდ თქვენთვის დამახასიათებელ ინდივიდულურ მეთოდი აღმოგაჩენინოთ.
მაგალითად, კვლევის ზოგიერთი მონაწილე მაღალინტენსიურ ვარჯიშებზე რეაგირებდა, სხვები კი ბედნიერების განცის მოზღვავებას მსუბუქი ვარჯიშების დროსაც გრძნობდნენ, მაგალითად, იოგის ან გაჭიმვების დროს.

დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ ბედნიერების განცდის გაძლიერებისთვის აუცილებელი არაა, დამღლელი ვარჯიშები ვაკეთოთ. შეგვიძლია ვიპოვოთ ისეთი ფიზიკური აქტივობები, რომლებსაც ჩვენთვის ნამდვილი სიამოვნება მოაქვს და ამავდროულად ჩვენი სხეულიც აქტიური რჩება.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Edit

Check Also

Just Do It – საკუთარ თავთან საუბარი ვარჯიშების დაწყებაში დაგეხმარებათ

მართალია, მანტრები „უბრალოდ, გააკეთე ეს“ ან „დიახ, შენ შეგიძლია!“ ძალიან პოპულარულია, თუმცა ისინი ყოველთვის არ მუშაობს. თითოეულმა ადამიანმა უნდა მოძებნოს ის განსაკუთრებული ფრაზა, რომელიც უშუალოდ მასზე ზემოქმედებს. საუკეთესო ვარიანტია მოკლე, დასამახსოვრებელი ფრაზის შერჩევა, რომელიც კონკრეტული ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი.