როგორ მოვიცილოთ მუცლის ცხიმი – მთავარი შეცდომა, რომელიც ამის მიღწევაში ხელს გვიშლის

„მუცლის დაგდება“ ბევრი ადამიანის მიზანია. თუმცა სხეულის ამ ნაწილიდან ცხიმის მოცილება საკმაოდ რთულია. ამოცანის მიღწევას ისიც ართულებს, რომ ბევრი ამის გაკეთებას არასწორი გზებით ცდილობს.

Advertising

ისინი ოფლიანდებიან, საათობით აკეთებენ კარდიო და პრესის ვარჯიშებს, თუმცა შედეგს მაინც ვერ ხედავენ. მწვრთნელი ჯაროდ ნობე გამოცემა Eatthis-თან ასახელებს შეცდომა №1-ს, რომელსაც ადმიანები მუცლის ცხიმის მოცილების მცდელობაში უშვებენ. ეს შეცდომაა ძალისმიერი ვარჯიშების უგულვებელყოფა.

„კლიენტები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კალორია დაწვან, თუმცა ამასთანავე აიგნორებენ ცხიმის დაწვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებას – ჰანტელებს. ეს იგივეა, რომ შევეცადოთ ნამცხვრის გამოცხობას, თუმცა ღუმელი არ ჩავრთოთ. ეს, უბრალოდ, არ იმუშავებს! ძალისმიერი ვარჯიშები ააქტიურებს მეტაბოლიზმს, წვავს ცხიმს მუცელზე და შედეგებს ვარჯიშის შემდეგ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გვინარჩუნებს,“ – განაცხადა ტრენერმა.

თუ მუცლიდან ცხიმის მოშორება გსურთ, ძალისმიერი ვარჯიშები ყურადღების ცენტრში უნდა გქონდეთ. ნობეს თქმით, კარდიოსგან განსხვავებით, რომლებიც ცხიმებს ძირითადად მოძრაობის დროს წვავს, ძალისმიერი ვარჯიშები კუნთოვან მასას ზრდის, რომელიც მეტაბოლიზმს მაღალ დონეზე ინარჩუნებს მშვიდ პერიოდშიც კი. რაც მეტი კუნთი გაქვთ, დღე-ღამის განმავლობაში თქვენი სხეული მეტ კალორიას წვავს.

ძალისმიერი ვარჯიშები ასევე ააქტიურებს ცხიმის დაწვის პროცესს. მძიმე ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ სხეული „ზეგანაკვეთურად“ მუშაობს, რათა აღადგინოს კუნთები და ენერგიის მარაგები შეივსოს. ეს კი კალორიების დაწვას უწყობს ხელს ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში.

მთავარი შედეგი ამ ვარჯიშების ვისცერალურ ცხიმზე გავლენაა. ესაა ღრმა და საშიში ცხიმი, რომელიც ორგანოებს ეკვრის და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიზეზი ხდება.

კვლევები აჩვენებს, რომ ძალისმიერი ვარჯიშები ვისცერალურ ცხიმს ამცირებს და აუმჯობესებს ინსულინისადმი მგრძნობელობას, რაც ორგანიზმს საშუალებას აძლევს, ნახშირწყლები საწვავის სახით გამოიყენოს იმის ნაცვლად, რომ ისინი ცხიმის სახით შეინახოს.

უდავოა, რომ ძალისმიერი ვარჯიშები არის ყველაზე ეფექტიანი სტრატეგია ცხიმის გრძელვადიანი დაწვისთვის.

ტრენერი განმარტავს, რომ კარდიო-ვარჯიშები თავისთავად ვერ უზრუნველყოფს სხეულის სიმკვრივეს, რომლისკენაც ადამიანების უმრავლესობა მიილტვის. მეტიც – ზომაზე მეტი ვარჯიშის შემთხვევაში, შესაძლოა, კუნთოვანი მასაც კი დავკარგოთ.

აი რატომ ქმნის ძალისმიერი ვარჯიშებისა და კარდიოვარჯიშების ერთობლიობა იდეალურ კომბინაციას ცხიმის დაწვისთვის. ძალისმიერი ვარჯიშები ქმნის საფუძველს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და აყალიბებს მშრალ კუნთოვან მასას. იმავდროულად კარდიოვარჯიშები წვავს დამატებით კალორიებს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას ისე, რომ კუნთოვანი მასის ზრდას ხელს არ უშლის.

თუკი ამას დავუმატებთ დიეტას, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. ცილებით და სასარგებლო ცხიმებით მდიდარი დიეტა აუცილებელია კუნთოვანი მასის გაზრდისთვის, ქსოვილის აღდგენისა და ცხიმის დაწვისთვის.

რაც შეეხება ამ ყველაფრის გადატანას პრაქტიკაში, სპეციალისტები გვირჩევენ კომპლექსური ვარჯიშების კეთებას. ასეთია, მაგალითად, ჩაჯდომები, სიმძიმეების აწევა, აზიდვები და სხვა.

დაგეგმეთ კვირაში 3-4 ძალისმიერი ვარჯიში. თანდათანობით გაზარდეთ სიმძიმეები და გამეორებების რაოდენობა. ასევე კარგია წრიული მოძრაობები, რომლებიც კუნთებზე დატვირთვას იწვევს და კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშების უპირატესობებს ერთ ეფექტიან ვარჯიშში აერთიანებს.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …