რამდენი უნდა ვივარჯიშოთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ჯდომა „გავანეიტრალოთ“

ჩვენ ვიცით, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა კარგი არ არის, მაგრამ საინტერესოა, რამდენად ბევრი ვარჯიშია საჭირო, რომ გაანეიტრალოს ის ნეგატიური შედეგები, რაც მთელი დღის განმავლობაში მაგიდასთან მუდმივ ჯდომას მოაქვს.

Advertising

გამოცემა Sciencealert წერს, რომ კვლევების თანახმად, ამ მიზნის მისაღწევად 30-40-წუთიანი ვარჯიშიც საკმარისია.

კვლევა აჩვენებს, რომ ყოველდღიურად, ნახევარსაათიანი ზომიერი და ძლიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა აბალანსებს 10 საათის განმავლობაში უძრავად ჯდომის ნეგატიურ ეფექტს, თუმცა ნებისმიერი ვარჯიში ან თუნდაც უბრალოდ ფეხზე დგომაც კი გარკვეულწილად გვეხმარება.

ეს დასკვნები ეფუძნება 2020 წელს გამოქვეყნებული მეტაანალიზის კვლევას, რომელიც აფასებს წინა ცხრა კვლევას ჯამში 44,370 ადამიანის მონაწილეობით –
ეს ადამიანები ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ. მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ  რაც უფრო მცირდება საშუალო ან ინტენსიური ფიზიკური აქტივობის ხანგრძლივობა,  მით მეტად იზრდებოდა სიკვდილის რისკი.

აღნიშნული კვლევა ჯამში შეესაბამება ჯანმოს რეკომენდაციებს, რომელთა თანახმადაც, ადამიანები კვირის განმავლობაში 150-300 წუთის განმავლობაში უნდა იყვნენ დაკავებული საშუალო ინტენსივობის ვარჯიშით, ან 75-150-წუთის მაღალინტენსიური აქტივობით.
კიბეზე ასვლა ლიფტით სარგებლობის ნაცვლად, ბავშვებთან ან შინაურ ცხოველებთან თამაში, იოგა და ცეკვები, სახლის საქმეების კეთება, სეირნობა ან ველოსიპედით სიარული – ეს ყველაფერი განიხილება, როგორც მეთოდები, რომელთა დახმარებით ადამიანებს შეუძლიათ, უფრო აქტიურები იყვნენ. ამიტომ, თუ დღეში ერთიანად 30-40 წუთის გამოყოფა არ შეგიძლიათ, დაიწყეთ მცირედით.

მართალია, რთულია საერთო რეკომენდაციების მიცემა  ყველა ასაკისა და აღნაგობის ადამიანისთვის, მაგრამ აქტივობის 40-წუთიანი მონაკვეთი შეესაბამება წინა კვლევების დასკვნებს.

ამ შედეგების მიუხედავად, საკვლევი კიდევ ბევრი რამ არის – მათ შორის ის, სადაა ზღვარი, საიდანაც შეგვიძლია ვისაუბროთ ზედმეტად ხანგრძლივ ჯდომაზე. ამიტომ ამ კუთხით კვლევები გრძელდება.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

ფიზიკური აქტივობის მინიმალური დონის გაორმაგებით ჰიპერტენზიას თავიდან აიცილებთ

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ვარჯიში ამცირებს არტერიულ წნევას, მაგრამ მასშტაბური კვლევა მიუთითებს, რომ „ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება ახალგაზრდობის პერიოდში – უფრო მაღალი დონით, ვიდრე მანამდე იყო რეკომენდებული – შესაძლოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს ჰიპერტენზიის თავიდან ასაცილებლად.“